ჩვენს შესახებ

1. შესავალი

Nail Bar # 1 School არის პლატფორმა, რომელზეც განთავსებულია მანიკურის შემსწავლელი ონლაინ კურსები, ვიდეოს სახით. პლატფორმის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით ამ წესებს.

2. ანგარიშის შექმნა და ვალდებულებები

  • პლატფორმის გამოყენებისთვის აუცილებელია რეგისტრაცია.
  • მომხმარებელმა უნდა მიუთითოს ზუსტი და სრული ინფორმაცია.
  • აკრძალულია პლატფორმის არამიზნობრივი ან არალეგალური გამოყენება.

3. გადახდა

  • ვიდეოგაკვეთილებთან წვდომისთვის მომხმარებელი ვალდებულია გადაიხადოს შესაბამისი თანხა.
  • ყველა გადახდა ხდება უსაფრთხო მესამე მხარის გადახდის სისტემების საშუალებით.

4. ვებვერდისა და მომხმარებლების ვალდებულებები

ვებ-გვერდი:

  • ვალდებულია უზრუნველყოს ხარისხიანი ვიდეომასალის მიწოდება.
  • შეინარჩუნოს საკომუნიკაციო არხები მომხმარებლებთან.
  • ვალდებულია დროულად უპასუხოს მომხმარებელთა შეკითხვებს.

მომხმარებლები:

  • ვალდებულნი არიან დაიცვან ჰოსტის წესები და პირობები.
  • ვალდებულნი არიან დროულად შეასრულონ გადახდები.
  • არ უნდა გაავრცელონ ვიდეომასალა მესამე პირზე ვისაც არ აქვს ანგარიში ჩვენს ვებ-გვერდზე.

5. შეძენის გაუქმებისა და თანხის დაბრუნების პოლიტიკა

  • შეძენილი პროდუქტის შემთხვევაში თანხის დაბრუნება არ ხდება.
  • თანხის დაბრუნება არ ხდება, მიუხედავად იმისა, მომხმარებელმა მოასწრო თუ ვერ ვიდეომასალასთან გაცნობა 2 თვის მანძილზე.
  • თანხის დაბრუნება არ ხდება იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს არ მოეწონა/დააკმაყოფილა ვიდეომასალაში არსებულმა შინაარსმა.

6. პლატფორმის პასუხისმგებლობა

  • Nail Bar # 1 School არ აგებს პასუხს მესამე მხარის ქმედებებზე.
  • პლატფორმა არ იღებს პასუხისმგებლობას ტექნიკური შეფერხებების გამო გამოწვეულ ზიანზე.
  • ნებისმიერი დავის შემთხვევაში, სამართლებრივი საკითხები განიხილება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით.

7. ცვლილებები და განახლებები

ჩვენ უფლებას ვიტოვებთ, შევცვალოთ ეს წესები ნებისმიერ დროს. მომხმარებლებს ეცნობებათ ცვლილებების შესახებ ელ.ფოსტით/პლატფორმის გზით.

8. კონტაქტი

ნებისმიერი შეკითხვისთვის მოგვმართეთ:

nailbarschool1@gmail.com